სვანეთში ხანძარი გრძელდება – ვიდეო მოვლენის ადგილიდან

© FB / Emergency Management Serviceხანძარი ზესხოს ტყეში
ხანძარი ზესხოს ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრე-მაშველები ზესხოს ტყეში მთელი ღამე მუშაობდნენ, მაგრამ ხანძრის ყველა კერის ჩაქრობა ვერ მოახერხეს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ხანძრის ლიკვიდირება ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოს ტყეში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, სამი დღის განმავლობაში განადგურებულია სამი ჰექტარი ტყე, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინფორმაცია ზესხოს ტყეში ხანძრის შესახებ ოთხშაბათს, დილით გავრცელდა. ცეცხლის გაჩენა, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ცეცხლს ებრძვიან ვერტმფრენის საშუალებითაც. რთული რელიეფის გამო ტექნიკა ხანძრის კერებთან მისვლას ვერ ახერხებს, ამიტომ გაზარდეს მეხანძრეების რაოდენობა — ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და იმერეთიდან, და ტექნიკა.

„მთელი ღამის განმვალობაში ადგილზე მეხანძრე-მაშველების გარკვეული ნაწილი მუშაობას აგრძელებდა. ვერტმფრენისთვის გაკეთდა სპეციალური აუზი, სადაც წყლის გადატუმბვა ხდება შესაბამისი მოწყობილობით. მდგომარეობა სტაბილურია. ამინდის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ სრულად ვართ მობილიზებული", — განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა.

მეხანძრეებმა ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა მოახერხეს, თუმცა სხვა კერებიდან ცეცხლის გავრცელების საშიშროება მაინც არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0