სვანეთში ხანძარს უკვე მეორე დღეა ებრძვიან

გამოწერა
სოფელ ზესხოში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოში ხანძარს უკვე მეორე დღეა ებრძვიან. ხანძარი ლოკალიზებული იყო, მაგრამ ახალი კერები გაჩნდა, თუმცა, მასშტაბები არ გაზრდილა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინფორმაცია ზესხოს ტყეში ხანძრის შესახებ ოთხშაბათს, დილით გავრცელდა. ცეცხლის გაჩენა, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის ჩაქრობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ხანძარი ზესხოს ტყეში - Sputnik საქართველო
ზესხოს ტყეში ხანძარს უკვე 19 საათია, ებრძვიან – ფოტოქრონიკა ადგილიდან

ჯაფარიძის განცხადებით, ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

„დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მალე ვერტმფრენი ჩაერთვება. ღამის განმავლობაში რამდენიმე მცირე კერა გაჩნდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება ლიკვიდაცია", – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და იმერეთიდან, და ტექნიკა.

გუშინ დილის მონაცემებით, დამწვარია 2,5 ჰა ფართობი ტყე.

ყველა ახალი ამბავი
0