ფოთში ხანძრის შედეგად ექვსსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

გამოწერა
ოჯახმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა დროულად შეძლო.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ფოთში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

112 - Sputnik საქართველო
გურჯაანში ხანძარმა ორი წლის ბავშვი იმსხვერპლა

შემთხვევა ქორქიას ქუჩაზე გამთენიისას მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დროულად მივიდნენ, საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანად დაიწვა.

ხანძრის შედეგად ოჯახის არც ერთი წევრი არ დაშავებულა.

ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“).

ყველა ახალი ამბავი
0