ოზურგეთში ავტომობილში ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს

© сourtesy of Sona Barseghyanარ გადაკვეთო დანაშაულის ხაზი!
არ გადაკვეთო დანაშაულის ხაზი! - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილის მფლობელები აფეთქების სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ოზურგეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
თავისუფლების მოედანზე ავტომობილი დაიწვა

შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ხელყუმბარა კორპუსის წინ მდგარ "დელიკას" მარკის მიკროავტობუსში დაუდგენელმა პირებმა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე გამომძიებლები და კრიმინალისტები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამავე კორპუსში მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნის, ისინი აფეთქების სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ.

ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0