თბილისში ბიზნესმენის გატაცების მცდელობის საქმე: სასამართლომ დაკავებულები დამნაშავედ ცნო

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულთაგან თითოეულს 7 წლით პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას"დამფუძნებლის გია გორგოშაძის გატაცების მომზადების ფაქტზე დაკავებული ოთხი პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებული, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცი 200 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის გამო დააკავეს

დანაშაული, რომელზეც არის საუბარი, 2017 წლის ოქტომბერში მოხდა. მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორგოშაძის გატაცების აღკვეთისა და ოთხი ადამიანის დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება.

ბიზნესმენის გატაცება ჩაიშალა: ბრალდებულები პატიმრობაში არიან>>>

საქმის მასალების თანახმად, ზემოხსენებულ პირებს ბიზნესმენის გატაცება და გათავისუფლების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის მოთხოვნა სურდათ. ამისთვის ბოროტმოქმედებმა ბიზნესმენის სახლთან ახლოს ბინა იქირავეს და მისი თვალთვალი დაიწყეს. მათ შეისწავლეს გორგოშაძის, მისი ოჯახის წევრების გადაადგილების გრაფიკი და ბიზნესმენის გასატაცებლად ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ.

ბოროტმოქმედების გეგმა ჩავარდა, რამდენადაც შსს-მ დროულად გახსნა საქმე. ბრალდებულთა ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ელექტროშოკი, მობილური ტელეფონები, ნიღბები და პარიკები.

დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო სსკ-ის 144-ე („მძევლად ხელში ჩაგდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანგარებით სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით") და 236-ე მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა"). თუმცა, სასამართლომ ერთ-ერთი მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულები თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადების ნაწილში გამტყუნდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0