06:04 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
პატრული

ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვი დამარხული იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (919)
48802

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ამერიკელი 4 წლის ბავშვი დუშეთში, ხადას ხეობაში რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი,  1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, გარდაცვლილები იპოვეს.  დაკარგულია მათი 4 წლის ვაჟიც. ოჯახის ძებნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ივლისს  „112“–ში შეტყობინება შევიდა, რომ მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. 

ახალი ვერსია: ხადას ხეობაში ნაპოვნი ამერიკის მოქალაქეები შესაძლოა მოკლულები იყვნენ>>>

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომობილი  და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი 6 ივლისს ავტომობილიდან  დაახლოებით 3 კილომეტრში,  ჩანჩქერის პირას  გარდაცვლილი იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი კი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ოჯახის მესამე წევრის, 4 წლის ბიჭის ცხედარს  მაშველები რამდენიმე დღე ეძებდნენ. 

გუშინ გავრცელდა  ვერსია, რომ ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლულები იყვნენ. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც  ხადას ხეობის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს  ტანზე არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი თავიდანვე განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა და პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 არსებული ინფორმაციით,  ცოლ-ქმარი ჩანჩქერამდე 19 წლის მწყემსმა მიაცილა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი,  შესაძლოა,  ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა. 

სააგენტო Reginfo-ს ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი  კვალის დაფარვის მიზნით დამარხული იყო. 

როგორც დუშეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ სეხნიაშვილმა განაცხადა, ადგილი,  სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, შესაბამის სამსახურებს სავარაუდო დამნაშავემ, ახალგაზრდა მწყემსმა  მიუთითა, რომელიც სეხნიაშვილის  ინფორმაციით, დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და შვიდი წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ. რაიან სმიტი აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული. იგი მარნეულში პირველი საბავშვო მოედნის მოწყობის ინიციატორი იყო და მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით ყველა ხარჯის საკუთარ თავზე აღებას გეგმავდა.

 

 

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (919)

მთავარი თემები