შემთხვევა რუსთავში – ნარკოტიკები დედამ, მისმა ვაჟმა და რძალმა ერთად მიიღეს

© AP Photo / Marcio Jose Sanchezმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკში, მარიხუანის გარდა, სავარაუდოდ, სხვა საშუალებაც იყო, რამაც ოჯახის წევრების ინტოქსიკაცია გამოიწვია.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკით ინტოქსიკაცია მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შედეგადაც მოიწამლნენ.

კანაბისი, კანაფი, ანუ მარიხუანა - Sputnik საქართველო
მარიხუანა: სად როგორ ყიდიან, ეწევიან და ისჯებიან

ფაქტს ერთ-ერთი დაზარალებული — დედა ადასტურებს. მისი ინფორმაციით, მოხმარებულ ნარკოტიკს შორის, მარიხუანის გარდა, სავარაუდოდ, სხვა საშუალებაც იყო, რის გამოც ოჯახის სამივე წევრი ცუდად გახდა და გონება დაკარგა.

ახალგაზრდა მამაკაცმა გონების დაკარგვამდე 112-ში დარეკვა მოასწრო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს დახმარება. დაშავებულებმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.

შემთხვევის დროს სახლში ორი წლის ბავშვიც იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0