პრეზიდენტის სიძეს ოპერაცია ჩაუტარდა – დამნაშავეს ექვს წლამდე პატიმრობა ელოდება

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება
საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხში დაჭრილი მინდია გოგოჭური საავადმყოფოში გვიან ღამით მეგობარმა წაიყვანა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. მინდია გოგოჭურს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გერის მეუღლეა, ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს მას შემდეგ, რაც უცნობმა პირმა ის ფეხში სამ ადგილზე დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის სიძის დაჭრა: ადმინისტრაცია კომენტარს აკეთებს

გოგოჭურის დაჭრაში დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე ზიანის მიყენების მუხლით, რაც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტი საბურთალოზე მოხდა. გოგოჭური საავადმყოფოში გვიან ღამით მეგობარმა გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძე ცივი იარაღით დაჭრეს.

გოგოჭურზე ეს უკვე მეორე თავდასხმაა. 2017 წლის იანვარში ის და მისი მეგობარი ბალანჩივაძის ქუჩაზე სროლისას დაჭრეს.

ყველა ახალი ამბავი
0