ბავშვების ექსპლუატაციაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ცოლ–ქმარი გისოსებს მიღმა დატოვა იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მათ ბავშვების ექსპლუატაცია კვლავ გააგრძელონ.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა წლის გოგონების ექსპლუატაციის ბრალდებით დაკავებული ცოლ–ქმრის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ნათქვამია სასამართლოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ძალადობის მსხვერპლი თუ მოძალადე – პროკურატურამ 34 წლის ქალს ბრალი წაუყენა

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ცოლ–ქმარმა ჩაიდინეს არასრულწლოვნებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), კერძოდ, არასრულწლოვნების გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ. 

ბავშვთა ექსპლუატაციის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება>>>

„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა ექსპლუატაციის მიზნით 2015 წლიდან გადაიბირეს მათთან ერთად მცხოვრები და მათზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული ბრალდებულ პ.მ.-ს არასრულწლოვანი 7 წლის შვილები, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმით (მოწყალების მიღების თხოვნით) უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

სასამართლო სხდომა დახურული იყო. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენა, რომელიც ითვალისწინებს 17-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ასევე ბრალდებულთა მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეეები. 

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ცოლ–ქმარი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროს სადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ. ამასთან, ქალი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს აძლევდა.

წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0