ბათუმში მაშველებმა ზღვიდან დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიტალღები შავ ზღვაზე
ტალღები შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ბათუმში, ზღვაში 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას და-ძმა ემსხვერპლა

მაშველებმა ცხედარი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0