ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას და-ძმა ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დალი და თემურ მახარაძეები ბებიის დაკრძალვაზე მიდიოდნენ.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ზესტაფონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ადამიანი დაშავებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილები არიან და-ძმა დალი და თემურ მახარაძეები. ისინი თბილისიდან ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე მიდიოდნენ.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0