კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 18 ათასი ლარის ღირებულების სიგარეტი

გამოწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონტრაბანდის ოთხი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიგარეტის კოლოფები დახლზე - Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახურმა 3 050 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამ შემთხვევაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით 4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

მეოთხე შემთხვევა კი ქვემო ქართლში დაფიქსირდა, სადაც სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული 2,5 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

სიგარეტების საერთო ღირებულება 18 ათას ლარს აღემატება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით ("მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაცია") მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0