ზუგდიდში ძმამ და დანით დაჭრა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი და-ძმას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ძმისთვის ცნობილი გახდა დის ვალების შესახებ.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ზუგდიდში ძმამ 35 წლის და დანით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ბათუმში ქალის დაჭრაში ბრალდებულ 26 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

შემთხვევა ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ ქალაქის ცენტრში, იუსტიციის სახლთან დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი და-ძმას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ძმისთვის ცნობილი გახდა დის ვალების შესახებ.

ქალბატონი „სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაშავებულს ცივი იარაღით აქვს მიყენებული ორი ჭრილობა, გულ-მკერდისა და მკლავის არეში, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის მე-11 პრიმა – 117-ე მუხლით („ოჯახური ძალადობით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება"), რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0