შემთხვევა ფოთში: ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Denis Aslanovსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწვარია საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ასევე განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ფოთში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

თვითხმილველების განცხადებით, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა, რის შედეგადაც საცხოვრებელის სახლის პირველი სართული სრულად დაიწვა, ასევე განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი თბილისის ცენტრში – დაიწვა ორი საცხოვრებელი ბინა

„მეორე სართულზე ვიყავი, როდესაც შავი კვამლი შევნიშნე, იატკიდან ამოდიოდა. რომ არა მეზობლები, ცეცხლი სახლს მთლიანად მოედებოდა. ქვემოთ მაცივარი იყო ჩართული, ალბათ მოკლე ჩართვამ გამოიწვია ხანძარი", — განაცხადა დაზარალებულმა ნარგიზა ციკოლიამ.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია") მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0