რატომ მოიკლა თავი დეპორტაციის ცენტრში დაკავებულმა ქართველმა

გამოწერა
გარადაცვლილს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა, რომლის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნაც არსებობს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ჩაბარებულმა 41 წლის ქართველმა მამაკაცმა თავი მოიკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გერმანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათს, ქალაქ ბუირენში მოხდა.

გარადაცვლილს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა, რომლის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნაც არსებობს. ასოციაციის განცხადებით, მას მკურნალობის სავალდებულო კურსი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაევლო. თუმცა, ის დეპორტაციის ცენტრში ჰყავდათ დაკავებული ერთ ადამიანზე გათვლილ საკანში და მისთვის არც მგზავრობა იყო მიზანშეწონილი.

გერმანიის და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გერმანია არალეგალი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს

მან სიცოცხლე დაასრულა ბუირენის დეპორტაციის ცენტრში.

გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაკავების ცენტრისთვის ცნობილი იყო.

ბუირენის დეპორტაციის ცენტრის არასათანადო მოპყრობის გამო კრიტიკა პირველი შემთხვევა არა არის. ცენტრში დაკავებული პირების მკაცრი კონტროლი ხორციელდება. ზედამხედველები საკანში მოთავსებულებს კი 15 წუთში ერთხელ ამოწმებენ.

ყველა ახალი ამბავი
0