ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული: რა მოხდა ნაძალადევის რაიონში

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონში 35 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

დაკავება - Sputnik საქართველო
გორში მამაკაცი რძალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

სავარაუდო დამნაშავეს, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია, ასევე აღენიშნება დაზიანებები. ამ დროისათვის ის, პოლიციის მეთვალყურეობით, საავადმყოფოშია მოთავსებული.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“), რაც შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0