გუდაურში რუს პარაპლანისტს ათობით პირი ფიზიკურად გაუსწორდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Polyakov / გადასვლა მედიაბანკშიპარაპლანი
პარაპლანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი საფრენად საჭირო ადგილები გახდა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართველ და რუს პარაპლანით მფრინავებს  შორის.

დაპირისპირების და ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

Facebook-მომხმარებელმა Radik Mamedov-მა დაწერა, რომ „დღეს გუდაურში, სტარტზე, საიდანაც პარაპლანებით მიფრინავენ, ტრაგედია მოხდა“. მისი თქმით, 30-მა ადგილობრივმა სიკვდილის პირამდე მიიყვანა რუსი მფრინავი ფიოდორ ჩელიშევი. ის აცხადებს, რომ ფიოდორს, რომელსაც ფეხებს ურტყამდნენ და ქვებს ესროდნენ, აღენიშნება ტვინის შერყევა, გატეხილი აქვს ცხვირი, მანქანა დაუზიანეს.

როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში კონფლიქტი  ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ მფრინავთა ჯგუფს შორის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი და უცხოელი პარაპლანისტების დაპირისპირების მიზეზი საფრენად საჭირო ადგილები გახდა. მხარეები საფრენ ადგილებზე ვერ შეთანხმდნენ.

უწყების ცნობით, მომხდარზე  გამოძიება ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0