თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. უცნობმა პირებმა გატეხეს ტანსაცმლის მაღაზია გორში, კომბინატის დასახლებაში, მაგრამ მხოლოდ რვეული მევალეთა სიით მოიპარეს, იუწყება ტელეარხი Imedi.
ქურდობა რუსთავში — გატეხილია სწრაფი გადახდის ტერმინალი >>
ქურდობა პარასკევს ღამით მოხდა. მაღაზიის მფლობელებმა ქურდობის ფაქტი დილით დააფიქსირეს.
შსს-ში ქურდობის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რა მოიპარეს ბოროტმოქმედებმა. დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით („ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით“), რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს.