სტამბულში ქართველ ძმებს მაღაზიის მფლობელის მკვლელობაში ადანაშაულებენ

© photo: Sputnik / Stringerთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის შესახებ პოლიციას გარდაცვლილის 15 წლის ვაჟმა აცნობა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თურქეთის პოლიციამ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა და მეორეზე ძებნა გამოაცხადა, მათ ბრალად ედებათ სტამბულში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელის წამება და მკვლელობა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით. 

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
რატომ სცემა იტალიაში საქართველოს მოქალაქემ რესტორნის მფლობელი

ბრალდებულები ძმები არიან. პოლიციის მონაცემებით, მათ სტამბულის ერთ-ერთ განაპირა რაიონში მაღაზიის მფლობელზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს.

ბრალდებულებმა მამაკაცსა და მის მეუღლეს ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენის პაკეტები ჩამოაცვეს და წამება დაუწყეს. მამაკაცმა წამებას ვერ გაუძლო და დაიღუპა, ცოლი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ პოლიციას გარდაცვლილის 15 წლის ვაჟმა აცნობა.

ყველა ახალი ამბავი
0