ტყიბულში ორი მეშახტე დაშავდა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიშახტი
შახტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყიბულში „მინდელის“ მაღაროში დაშავებული მეშახტეები თავიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლა კი ისინი სახლში მკურნალობენ.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთი კვირის წინ ტყიბულში, „მინდელის“ მაღაროში კვლავ მოხდა საგანგებო შემთხვევა — ორი მეშახტე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უფლებადამცველები სთხოვენ ევროკავშირს საქართველოში დასაქმებულები დაიცვას >>

„ჩემი ინფორმაციით რა მოხდა: სადაც მუშაობდნენ მუშები, იქ 45-გრადუსიანი დახრილი ადგილებია და ამ ადგილზე ბურღვითი სამუშაოებისას მოხდა იატაკის მოცურება. ისინი რაზეც იდგნენ, გამაგრებული ნაწილიდან ქვედა ნაწილში წაიყვანა ქვანახშირის მასამ. იქ რაღაც პროცესები იყო მანამდე, რაც, ჩემი აზრით, ხელმძღვანელ, უფლებამოსილ პირს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა“, — განაცხადა „საქნახშირის“ წარმომადგენელმა დავით რობაქიძემ.

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - შრომის უსაფრთხოება საქართველოში

შეკითხვაზე, რატომ არ გამოიძახეს „სასწრაფო დახმარება“, რობაქიძემ უპასუხა, რომ რაღაც შეფერხება იყო. ამიტომ კომპანიის წარმომადგენლებმა დაშავებულები ქუთაისის საავადმყოფოში თავიანთი მანქანით გადაიყვანეს.

„ერთს ჰქონდა თავზე პატარა ჭრილობა, რომელიც ადგილობრივად, ჩვენ მედპუნქტი გვაქვს და იქ დაუმუშავდა. შემდგომ გადავიყვანეთ ქუთაისში. ახლა გამოწერილები არიან და სახლში გადიან მკურნალობას, მოძრაობა შეუძლიათ, მაგრამ რეკომენდაციაა წოლით მდგომარეობაში იყვნენ. ვსწავლობთ ამ შემთხვევას", — თქვა დავით რობაქიძემ.

ბოლო 11 თვეში ტყიბულის მაღაროში 11 მეშახტე დაიღუპა.

პროფკავშირებმა არერთხელ მოუწოდეს კომპანია „საქნახშირს“, შრომის უსაფრთხო პირობები შეექმნა და მეშახტეებისთვის ხელფასები გაეზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0