ხობში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / STRINGERБригада Скорой медицинской помощи 112 на выезде
Бригада Скорой медицинской помощи 112 на выезде - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა, იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი.

112 - Sputnik საქართველო
ავარია ჩაქვის გვირაბთან: დაშავებულია შვიდი ადამიანი

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, ავტომობილი ვერ შენიშნა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით ("ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოწვია") აღიძრა.

მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის პროზექტუარშია გადასვენებული.

ყველა ახალი ამბავი
0