ავტობანზე სატვირთო ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა

გამოწერა
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ბრიგადა

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. მცხეთა-იგოეთის მონაკვეთზე ორი სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ავტოტრასა - Sputnik საქართველო
მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია თბილისი-რუსთავის ავტობანზე

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ოკამთან გუშინ ღამით მოხდა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთი სატვირთო დატვირთული იყო სპირტით, მეორე კი ავტომობილის ნაწილებით. უსაფრთხოების მიზნით, სახიფათო ზონიდან მანქანების ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არცერთი მძღოლი არ დაშავებულა.

ცენტრალურ მაგისტრალზე დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა გვიან ღამემდე პარალიზებული იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ბრიგადა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება), რაც ითვალისწინებს 250 ლარის ოდენობით ჯარიმას.

ყველა ახალი ამბავი
0