თბილისში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ ჩამოიშალა

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენებები საცხოვრებელ სახლზე
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩამოშლილი სახლიდან ყველა მცხოვრები ოფიციალურად გაყვანილი იყო, თუმცა ოჯახების ნაწილი რეალურად ავარიულ შენობაში ცხოვრებას განაგრძობდა.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ვარკეთილში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მუშა მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
კალაძე მშენებლობის წესების გამკაცრების მომხრეა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი ავარიულია და მისი მცხოვრებლები რამდენიმე თვის წინ სხვა სახლებში უკვე გადაანაწილეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მაინც ავარიულ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მაშველები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0