ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerაშშ-ის დოლარის კუპიურები
აშშ-ის დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებმა მოქალაქეს ორ ნაწილად გადასცეს 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფული, რის სანაცვლოდაც 1400 აშშ დოლარი აიღეს.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები  დააკავეს, ნათქვამია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დმანისის რაიონში მცხოვრებმა ტანრივერდი კ.-მ საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა. მისი განმარტებით, ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი.

„ტანრივერდი კ.-მ და მისმა თანამზრახველმა, რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა.-მ აღნიშნულ მოქალაქეს ორ ნაწილად გადასცეს 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფული, რის სანაცვლოდაც 1400 აშშ დოლარი აიღეს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ტანრივერდი კ. და ვილაიატ ა. ბრალდებულის სახით დააკავეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 212 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0