ნუცუბიძის პლატოზე მე-14 სართულზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიხანძრის ჩაქრობა, არქივის ფოტო
ხანძრის ჩაქრობა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის შედეგად 88 წლის მამაკაცი დაშავდა

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა. 

112 - Sputnik საქართველო
თბილისში ხანძარს 65 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება ერთ-ერთი კორპუსის ბინიდან შევიდა. 

მეხანძრე-მაშველებმა კარი გაჭრეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი 88 წლის მამაკაცი ნახეს. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. მისი სახლის ფანჯრიდან გამოსული კვამლი მეზობელი კორპუსიდან შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს.

დამწვარია 25 კვ.მეტრი ფართი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0