01:37 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები

სროლა ვაკეში: დაკავებულია 39 წლის მამაკაცი - ვიდეოკადრები

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
362201

ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა გოგონამ, რომლის ძმასთან დაკავებულს კონფლიქტი ჰქონდა

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ვაკეში განხორციელებული სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა.

მიღებული შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ჩაატარეს ოპერატიული-სამძებრო მოქმედებები, რის შედეგადაც გაირკვა, რომ გასროლა 39 წლის ლ.რ.-მ განახორციელა. 

პოლიციამ ლ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლ.რ.-ს და მის ძმას, 37 წლის ზ.რ.-ს კონფლიქტი მოუხდათ 26 წლის გ.ვ.-სთან, რა დროსაც ლ.რ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მომხდარის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გ.ვ.-ს დამ გაავრცელა.

გამოძიება  საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები