19:03 21 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
დაკავება

რა ოდენობის თანხა გაიტაცეს „ლიბერთი ბანკიდან": დაკავებულია 51 წლის მამაკაცი

CC BY 2.0 / Tar Sands Blockade / Darryl Hannah in Handcuffs
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (486)
14110

ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით 51 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დიღმის მასივში 16 მაისს მოხდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ბანკში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. თავდასხმის დროს შენობაში ბანკის თანამშრომლებთან ერთად კლიენტებიც იმყოფებოდნენ. ბოროტმოქმედმა თანხის წაღება და მიმალვა მოახერხა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ იარაღის მუქარით ბანკიდან 200 ევრო, 100 აშშ დოლარი და 5 ათას ლარამდე ოდენობის თანხა გაიტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული თანხის ნაწილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყაჩაღობა") მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (486)

მთავარი თემები