საგამოძიებო სამსახურმა 3 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა–გადაზიდვას ახდენდნენ

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და შიდა ქართლის რეგიონში უაქციზო სიგარეტის უკანონოდ გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 14 ათასი ლარის ღირებულების სიგარეტი

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა–გადაზიდვას ახდენდნენ.

სულ ამოღებულია 18 ათას ლარზე მეტი ღირებულების 3 246 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

როგორც „Sputnik–საქართველოს" უწყებაში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით („პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაცია"), რაც ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0