15:24 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
112

ფეიქრების ქუჩაზე ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1220)
144 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეს ბეტონშემრევი ავტომობილი დაეჯახა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს, დილით ფეიქრების ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეს ბეტონშემრევი ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა.

როგორც  „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულის ადგილიდან მძღოლი არ გაქცეულა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა"), რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1220)

მთავარი თემები