თბილისში მსვლელობისას სამი ადამიანი ხულიგნობისთვის დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე მასმედია ცდილობს გაარკვიოს, ვინ დააკავეს ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით თბილისის ცენტრში.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობისას მეტროს სადგურებთან „ავლაბარი" და „თავისუფლების მოედანი" სამი ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კიდევ ორი ადამიანი — ახალგაზრდული გაერთიანება „საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრები, რომლის ლიდერები ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიებს ქადაგებენ, ჯერ კიდევ მსვლელობამდე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მიზეზები შსს-ს არ განუმარტავს, მხოლოდ აღნიშნეს, რომ ისინი უნდა დაკითხონ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს-მ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების ახალი დეტალები გაამჟღავნა

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის" მიერ 13 მაისს რუსთაველის გამზირზე „კლუბური აქციის" მისამართით გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გასულ უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია.

ლგბტ-საზოგადოების დროშა - Sputnik საქართველო
Check–in „წმინდა პარლამენტი" – ლგბტ აქტივისტები დღეს აქციას „ფეისბუქზე“ გამართავენ

ყველაზე დაძაბული კვირა დღის საღამო აღმოჩნდა, როცა „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" წევრებმა კონტრაქცია გამართეს და პერიოდულად პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილთ ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.

ამჟამად შსს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის შემსუბუქებაზე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0