თბილისში მოზარდი მტკვრის დინებამ გაიტაცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი მტკვრის სანაპიროზე
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მტკვრის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა 16 წლის გოგონა წყლიდან უვნებელი ამოიყვანეს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს 16 წლის გოგონა, რომელიც მტკვრის დინებამ თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, ავტოგასამართ სადგურ „გალფთან" გაიტაცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მანამდე შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა, რომელსაც ფაქტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ადგილზე სასწრაფოდ გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. მათ გოგონა წყლიდან უვნებელი ამოიყვანეს.

შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0