სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში - დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი

© Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში - დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში - დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის ყველაზე ცნობილ ღამის კლუბებში — „ბასიანსა" და „გალერიში", განცხადება ამის შესახებ საქართველოს შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შსს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

„აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", აღნიშნულია განცხადებაში.

კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისათვის ხალხია შეკრებილი.

ყველა ახალი ამბავი
0