თელავში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ქსანში: დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია

შემთხვევა თბილისის გზატკეცილზე დღეს მოხდა. „ფორდის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ  საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

 მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება“) დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0