ავტოავარია თბილისში: მოპედის დაღუპული მძღოლი არასრულწლოვანია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დანაშაულის ადგილიდან არ გაქცეულა

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. გუშინ ღამით თბილისში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

112 - Sputnik საქართველო
ხარაგაულში ავტომობილი ხრამში გადავარდა - დაიღუპა ორი მეთერთმეტეკლასელი ახალგაზრდა

როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი ახალგაზრდა მოპედით მოძრაობდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაცით, დაღუპული არასრულწლოვანია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დანაშაულის ადგილიდან არ გაქცეულა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა") დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0