ფეხსაცმელი ჰეროინის ძირებით - საქართველოში ირანის ექვსი მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის პირველი იანვრიდან 24 აპრილამდე პერიოდში საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 754 პირია დაკავებული

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში ირანის ექვსი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ გაბნცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულთა ფეხსაცმლის ძირებში დამალული 6 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ტაბლეტი - Sputnik საქართველო
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გერმანიის მოქალაქე ეროვნებით ქართველია

ირანის მოქალაქეებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება. გარდა ამისა, სამართალდამცველებმაერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი ჰეროინი იპოვეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც ასევე ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან 24 აპრილამდე პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის 754 პირია დაკავებული. მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

ამ პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შს სამინისტროს მიერ ამოღებულია:

2 კილო და 600 გრამი ჰეროინი, 723 გრამი კოკაინი, ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი, 1 კილო და 355 გრამი "მდმა", 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 130 გრამი მორფინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

ყველა ახალი ამბავი
0