ხანძარი ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ მახლობლად ლოკალიზებულია

© Sputnik / Seyran Baroyanხანძრის ჩაქრობა
ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ხანძარი, რომელიც ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ მახლობლად გაჩნდა, ლოკალიზებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი ბათუმში: იწვის რამდენიმე სახლი

ტელეარხის მონაცემებით, სულ სამი სახლი დაიწვა. ხანძრის ჩაქრობისას ერთი მაშველი დაშავდა, რომელიც ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძარი იტალიურ ეზოში ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მალე ცეცხლი მეზობელ სახლებზე გავრცელდა.

ადგილზე მუშაობას აგრძელებენ სახანძრო ბრიგადები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.


ყველა ახალი ამბავი
0