ინციდენტი თბილისის სკოლასთან: გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბიჭი საკლასო ოთახთან
ბიჭი საკლასო ოთახთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსუბუქად დაშავდა ინციდენტში მონაწილე მამაკაცი

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისში, 24-ე საჯარო სკოლასთან დღეს მოსწავლეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამი არასრულწლოვანი თამბაქოს ეწეოდა, ამის გამო მათ გამვლელმა შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

თბილისის 51-ე სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლების უსაფრთხოება - მოერევა თუ არა პოლიცია და განათლების სამინისტრო მოზარდთა აგრესიას

დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს და ინცინდენტის მონაწილეები დაჭრილები არიან ცივი იარაღით, შსს-ში არ ადასტურებენ.

პირველადი ინფორმაციით, მოსწავლეები 24-ე სკოლაში სწავლობენ. შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ, მსუბუქად დაშავდა ინციდენტში მონაწილე მამაკაცი. სამართალსამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0