ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა გაქცევა პუშკინის ქუჩამდე შეძლო, სადაც ის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ბათუმში, თბილისის მოედანზე დღეს ერთ-ერთი სავალუტო ჯიხური გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქურდმა გაქცევა შეძლო, თუმცა ის სამართალდამცველებმა პუშკინის ქუჩაზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0