რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი სამზარეულოს გამწოვიდან გაჩნდა

გამოწერა
რესტორანი „მაჭახელამ“ მუშაობა, სადაც გაჩენილ ხანძარს 60 მეხანძრე აქრობდა, მუშაობა დილიდან განაახლა

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik.  ძველ თბილისში, მეიდანზე ცნობილი რესტორნების ქსელ „მაჭახელაში“ ხანძარი, სავარაუდოდ, სამზარეულის გამწოვიდან გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი კომპანია Meidan Group–ზე დაყრდნობით. 

ხანძარი რესტორან მაჭახელაში - Sputnik საქართველო
როგორ გამოიყურება რესტორანი "მაჭახელა" ხანძრის შემდეგ

შესაბამის დასკვნამდე ტექნიკური სამსახური მივიდა, რომელმაც რესტორნის შენობა შეისწავლა.

ტურისტებს შორის ერთ–ერთმა პოპულარულმა რესტორანმა მუშაობა პარასკევს, დილის რვა საათზე განაახლა.

ხანძრის შედეგად, რომელიც გუშინ საღამოს გაჩნდა, 40 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო დაახლოებით 60 მეხანძრე–მაშველი, 14 ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომანქანა და ორი სახანძრო ავტოკიბე.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, რესტორნის სტუმრების ევაკუაცია დროულად მოხდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0