ქვემო ქართლში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი კორუფციის ფაქტზე დააკავეს

© Pixabay / 4711018ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების შემცირებისთვის ქრთამის სახით 5 ათასი ლარი მოსთხოვა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ოფიცერი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

100-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
სამტრედიის მერის პირველი მოადგილე ირაკლი სულავა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

დაკავებული ლაშა ჩ.  შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი იყო.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფოს წინაშე 107 ათასი ლარის ოდენობის დავალიანების 20 ათას ლარამდე შემცირებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 5 ათასი ლარი მოსთხოვა.

ბრალდებულმა მოქალაქეს 2018 წლის 16 აპრილს წინასწარ გამოართვა 1 ათასი ლარი, ხოლო 2018 წლის 18 აპრილს ასევე 1 ათასი ლარი, რა დროსაც იგი  დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქრთამის აღება“) მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.


ყველა ახალი ამბავი
0