რატომ დააკავეს ჯგუფ Rotting Chris-ის წევრები თბილისის აეროპორტში

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს–ში მუსიკოსების დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ჯგუფის წევრების შეყოვნების მიზეზი პირადი მონაცემების გადამოწმება იყო.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ბერძნული მუსიკალური მეტალ-ჯგუფი Rotting Christ-ის წევრები თბილისის აეროპორტში დააკავეს, ნათქვამია ჯგუფის ოფიციალურ Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ჯგუფის სოლისტი საკის ტოლისი და მისი ძმა თემის ტოლისი საქართველოში 12 აპრილს ჩამოვიდნენ, აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას კი ძმები პოლიციელებმა გააჩერეს და დამატებით შეკითხვებზე პასუხის გასაცემად გაყოლა სთხოვეს. ამასთან, სამართალმდაცველებმა მათ პასპორტი და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და, საკის ტოლისის თქმით, საკანში 12 საათის განმავლობაში მოათავსეს.

„დაკავების მიზეზად გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, როგორც შემდგომში ჩვენი ადვოკატებისგან გავარკვიეთ, უშიშროების სამსახურის მიერ არასასურველი პირების სიაში ვიყავით შეყვანილი როგორც სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები. ჩვენ გაჩერებული ვიყავით საკმაოდ ბინძურ საკანში, წინასწარი გაფრთხილებისა და ოფიციალური მიზეზის გარეშე“, — ნათქვამია განცხადებაში.

„Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუსიკოსების დაკავების ფაქტი არ დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ჯგუფის წევრების შეყოვნების მიზეზი პირადი მონაცემების გადამოწმება იყო.

„ჯგუფის წევრები არ ყოფილან დაკავებული, სასაზღვრო კონტროლზე მათ გაიარეს შემოწმება“, — აცხადებენ შსს-ში. 

ყველა ახალი ამბავი
0