13:47 23 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
საქართველოს პროკურატურა

ოჯახში ძალადობისთვის შსს-ს ორ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

© Sputnik / Levan Avlabreli
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (589)
425 0 0

ქალს და მის არასრულწლოვან შვილს ჯერ მაზლმა, შემდეგ კი ქმარმა სცემა

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე  ორი ძმის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს შ.ჩ.-სა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს — შ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შ.ჩ.-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ძმები გ.ბ. და ი.ბ. შსს-ს თანამშრომლები არიან. გ. ბ. — შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელია, ხოლო ი.ბ. — შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელია.

ორივე ძმა 11 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ახალციხეში დააკავეს.

დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით წარედგინათ, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (589)

მთავარი თემები