21:38 20 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ხის მასალის ამოღება

საგარეჯოში ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი განხორციელდა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (485)
84 0 0

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე ამოიღეს.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სანახშირე ორმოების დემონტაჟი განახორციელეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეჯოში უკანონოდ ფუნქციონირებდა სანახშირე ორმოები, სადაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა ნახშირის წვა.

უწყების ცნობით, ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.

„ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არ ქონის გამო — სამი, ხოლო 6 მ3 ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირებისათვის — ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა“, —  ნათქვამია განცხადებაში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (485)

მთავარი თემები