21:39 20 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები

საზარელი მკვლელობა თბილისში: პოლიცია მკვლელის დასაკავებლად ოპერაციას ატარებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (485)
211 0 0

მამაკაცი ყოფილ მეუღლეს შვილის მოკვლით არაერთხელ ემუქრებოდა

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პარასკევს საღამოს უცნობმა მამაკაცმა 25 წლის ქალს მისი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა, შემდეგ კი მიიმალა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“), რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, — ნათქვამია განცხადებაში.

შსს იუწყება, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული გოგონა და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ ადამიანის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. გოგონამ კი პირადი საქმეების გამო განყოფილება დედაზე ადრე დატოვა.

„პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

შსს ეჭვმიტანილის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არის მოკლულის ყოფილი მამინაცვალი. მეზობლების თქმით, მას მოკლულის დედასთან სასამართლო დავა ჰქონდა და ის არაერთხელ ემუქრებოდა მას შვილის მოკვლით.

ტელეკომპანია Rustavi 2-ის ინფორმაციით, მოკლული გოგოს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (485)

მთავარი თემები