05:44 23 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
საპატრულო პოლიცია

მკვლელობა ბარნოვზე: ცნობილია ახალი დეტალები

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (420)
40711

სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. თბილისში, ბარნოვზე 25 წლის ქალის მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე დღეს 25 წლის ქალს ყელი გამოჭრეს. მას ორი შვილი დარჩა.

კუპატაძე ადასტურებს ფაქტს, რომ მკვლელობა ბარნოვის 77-ში მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მოხდა. ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია. 

რაც შეეხება არსებულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ 25 წლის ქალის მკვლელი შესაძლოა მისი მამინაცვალი იყოს, ამის შესახებ კუპატაძე კომენტარს არ აკეთებს.

ამ დროისთვის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. პოლიციელები სწავლობენ ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსაც.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (420)

მთავარი თემები