01:28 22 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
პატრული

მუხიანში 27 წლის ახალგაზრდა დის ქმარმა მოკლა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (585)
471 0 0

სიძემ ცოლისძმას შელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტორს თანამშრომლებმა მუხიანში დღეს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, 36 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია უწყების  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

„სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნანახი იქნა დაჭრილი მამაკაცი. მას ქვედა კიდურებზე  ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი გარდაიცვალა“ — განმარტავენ უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 27 წლის მამაკაცი, რომელსაც შელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან  დის ქმარმა ესროლა. მკვლელობა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო–გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე დააკავეს. 

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“) დაიწყო, რაც ითვალისწინებს ოთხიდან  შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (585)

მთავარი თემები