14:03 20 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0474
  • 100 RUB4.1721
  • USD2.6840
იტალიის პოლიცია

ავსტრიაში ქართველები დააკავეს: ქურდობის 11 ფაქტი, ყალბი სანომრე ნიშნები და მართვის მოწმობა

© photo: Sputnik / Anton Denisov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1690)
17511

საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ქალაქ ლინცში აიყვანეს. ისინი 26 და 27 წლის ახალგაზრდები არიან.

საქართველოს მოქალაქეებს გამოძიება ავსტრიის სამ ქალაქში  ქურდობის 11 შემთხვევას ედავება. მოპარული ნივთების  საერთო ღირებულება 3 ათას ევროს აღწევს. პოლიციამ დამნაშავეების დაკავება მაშინ მოახერხა, როცა ისინი ყალბი გერმანული სანომრე ნიშნით  ავტომობილს მართავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ძირითადად ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ. ერთ-ერთ ბრალდებულს ფალსიფიცირებული მართვის მოწმობა აღმოაჩნდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.


თემები:
მსოფლიო დღეს (1690)

მთავარი თემები