05:46 23 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
ბუდას სტატუა

რას ერჩოდნენ ქართველი პოლიციელები ბუდას ნეპალურ ქანდაკებებს

CC0 / Pixabay
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
179 0 0

ბუდას ქანდაკებებში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება თბილისელმა ადრესატმა ნეპალიდან გერმანიის გავლით მიიღო.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს შსს-ს თანამშრომლებმა 12 აპრილს თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.
გ.კ.-ს დაკავება თბილისში ექსპრეს-გზავნილების კომპანია DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულის ამანათის ჩხრეკისას ბუდას ქანდაკებებში დამალული 9 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“ იქნა აღმოჩენილი, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ამანათი ნეპალიდან გერმანიის გავლით არის გამოგზავნილი.


უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკების ამოღების ოპერაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად გნხორციელდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი თემები