06:16 25 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0868
  • 100 RUB3.9814
  • USD2.6226
რუსთავის პოლიციის შენობა

რუსთავში ლომბარდს ორი არასრულწლოვანი დაესხა თავს

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1185)
67 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები წარსულში ნასამართლევი პირები არიან

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რუსთავში ცივი იარაღით შეიარაღებული ორი არასრულწლოვანი  ლომბარდს დაესხა თავს, იუწყება ტელეკომპანია Ristavi2.

შემთხვევა  რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე  ტექნიკის ლომბარდში ორი დღის წინ მოხდა.  არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლომბარდის ოპერატორმა ტელეფონის დატოვებაზე ახალგაზრდებს უარი უთხრა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა,  რომელსაც ხელში დანა ეჭირა,  ფეხის დარტყმით დააზიანა ლომბარდის შიდა კედელი და თანამშრომელს ლომბარდის დატოვება მოსთხოვა.  

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები არიან.  ერთი-ერთი მათგანი სამართალდამცველებმა  ცხელ კვალზე დააკავეს. 

 თავდაპირველად  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანების ან განადგურების გულისხმობს, თუმცა,  საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამ დროისთვის გამოძიება სსკ-ის  239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

 

 

 

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1185)

მთავარი თემები