17:39 14 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0308
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6642
საპატრულო პოლიციის მანქანა

სროლა თბილისში: საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (862)
293 0 0

მამაკაცს ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაჭრილის მეზობლები აცხადებენ, რომ ერთი გასროლის ხმა დაახლოებით საღამოს 9 საათზე გაიგეს. მათივე თქმით, დაჭრილია დაახლოებით 40-45 წლის მამაკაცი, რომელსაც ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი.

დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანეს. მას ოპერაციას უკეთებენ. ექიმების შეფასებით, დაჭრილის მდგომარება კრიტიკულია. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (862)

მთავარი თემები